Aa
Aa

რონალდუმ "პსჟ"-ს პენალტი წესების დარღვევით გაუტანა?

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

როგორც მოგეხსენებათ, პირველი ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდუმ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.

BT Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველები გარი ლინეკერი და რიო ფერდინანდი მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელმა თერთმეტმეტრიანი წესების დარღვევით გაიტანა.

მათი აზრით, როცა კრიშტიანომ ბურთს დაარტყა, ის ჰაერში იყო ამხტარი. საქმე იმაშია, რომ რონალდუმ მარცხენა საყრდენი ფეხი დარტყმის წინ იმდენად ძლიერად დაარტყა მიწას, რომ ბურთი ჰაერში აიწია. წესების თანახმად, სტანდარტულის დროს, თუ ბურთი მიწაზე გაჩერებული არ დევს, ის წესების დარღვევად ფასდება.

რიო ფერდინანდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დროინდელი ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ რონალდუ ასეთ რამეს ვარჯიშებზე ხშირად აკეთებდა.

"ასეთ რამეს იგი ვარჯიშებზე აკეთებდა. დიახ, ვფიცავ ასე იყო. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ "პსჟ"-სთან მან იგივე გაიმეორა".

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-სა და "რეალს" შორის განმეორებითი მატჩი 6 მარტს პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები