„პარი სენ ჟერმენმა“ კურზავა დაიმატა
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენმა“ კურზავა დაიმატა

„პარი სენ ჟერმენის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე „მონაკოს“ მარცხენა მცველი ლაივინ კურზავა კარიერას „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში გაარძელებს.

22 წლის ფრანგმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლაივინი პარიზულ გუნდში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასულ სეზონში კურზავამ „მონაკოს“ მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და თავი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს დებიუტი 2014 წლის 14 ნოემბერს, ალბანეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები