ინფანტინო
Aa
Aa

ინფანტინო "ფიფაში" ბუფონის მიყვანას არ გამორიცხავს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჯანლუიჯი ბუფონი შეუერთდეს და მუშაობა იქ გააგრძელოს.

ჯანი ინფანტინოს თქმით, იგი ბუფონს თავის ორგანოში სიამოვნებით მიიღებდა.

"სიმართლე გითხრათ, ვწუხვარ და კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატის გამო ვწუხვარ.

თითქმის ვიტირე, როცა იტალია ტურნირზე ვერ გავიდა - პირველი იტალიელი პრეზიდენტი ვარ და ამ დროს ჩემი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ეს საფეხბურთო სამყაროს საერთო წუხილია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ გუნდზე, რომელიც ამ საფეხბურთო მოვლენას ბევრს მისცემდა.

ბუფონს მსოფლიო ჩემპიონატის თასს სიამოვნებით გადავცემდი...

მიიღებს თუ არა რაიმე სახის როლს "ფიფაში"? - ამ საკითხზე მასთან პირადად დალაპარაკებას ვგეგმავ". 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში მეორედ ვერ გავიდა - პირველად ეს 1958 წელს მოხდა.

ბოლო პერიოდში პრესაში იწერება, რომ შესაძლოა, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულება კიდევ 1 სეზონით გადადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები