გატუზო:
Aa
Aa

გატუზო: "ლუდოგორეცი" ჩვენზე გამოცდილია"

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა - ჯენარო გატუზომ, "ევროპა ლიგის" 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩემი პატივისცემა "ლუდოგორეცს", რადგან "მილანისგან" გასხვავებით, ბოლო 6 სეზონია ევროტურნირებზე თამაშობს.

როცა მათ შესახებ ცნობებს განვიხილავდი, ფეხბურთელებისა და გუნდის ხასიათი მომხვდა თვალში, რომელთაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. მათი ჩამოფასება არასწორი იქნება. 

მათ ფეხბურთელებს ევროტურნირებზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ჩემებს, რადგან გამოცდილებას სუპერმარკეტში ვერ იყიდი. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ვერ დაგვაბნევს.

ჩვენ "მილანი" ვართ და ბოლო 30 წელიწადში არაერთი ევროპული წარმატება გვაქვს, რაც ყველასთვის პატივსაცემი უნდა იყოს". 

აპენინურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "როსონერი" გატუზოსთვის კონტრაქტის 2020 წლამდე შეთავაზებას აპირებს, თანაც გაუმჯობესებული პირობებით. ამჟამად გატუზოს ის კონტრაქტი აქვს, რომელიც პრიმავერაში მუშაობისას და მისი წლიური ანაზღაურება მხოლოდ 120 ათასი ევროა (თვეში 10 ათასი).

"ლუდოგორეცისა" და "მილანის" მატჩი დღეს 22:00 საათზე დაიწყება, ხოლო 1 კვირის შემდეგ გუნდები "სან სიროზე" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები