Aa
Aa

"სტიაუას" ფეხბურთელი: "ლაციო" მადრიდის "რეალი" არაა"

"ევროპა ლიგის" 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ, ბუქარესტის "სტიაუას" ნახევარმცველმა - კრისტიან ტანასემ, ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ლაციო" კარგი გუნდია, თუმცა იგი მადრიდის "რეალი" არაა. არ ვფიქრობ, რომ ისინი ამ შეხვედრას სათანადოდ არ შეაფასებენ, მაგრამ მგონია, შემადგენლობას შედარებით გადაახალისებენ.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი არ წავაგოთ და უკეთესი იქნება, თუკი 1:0-ს მოვიგებთ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ და ამავდროულად დაკვირვებით ვითამაშოთ, რათა "ლაციოს" სივრცეები არ დავუტოვოთ".

კრისტიან ტანასე 30 წლისაა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ ჩინურ "ტიანძინ ტედაში" და თურქულ "შივასპორსა" და "ქარაბუქსპორში" უთამაშია, ხოლო 2008 წლიდან რუმინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.

"სტიაუა" და "ლაციო" დღეს 00:05 საათზე ბუქარესტში ითამაშებენ, 1 კვირის შემდეგ კი რომში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები