გაბრიელ პალეტა „ატალანტაში“ იასპარეზებს
Aa
Aa

გაბრიელ პალეტა „ატალანტაში“ იასპარეზებს

როგორც ბერგამოს „ატალანტას“ ოფიციალური საიტი იუწყება, კლუბმა „მილანისგან“ არენდით გაბრიელ პალეტა გადაიყვანა.

იტალიელ-არგენტინელი მცველი ახალ გუნდში 29 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პირველ ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოელები ახალ მოთამაშეს დღეს წარუდგენენ გულშემატკივრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები