პოჩეტინოს პრესკონფერენცია
Aa
Aa

პოჩეტინოს პრესკონფერენცია

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომ, "იუვენტუსთან" მოახლოებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

საკუთარი პრინციპების შეცვლა არ შეგვიძლია. აგრესიულები, მამაცები და მეტოქისადმი პატივისცემით განწყობილნი უნდა ვიყოთ.

ჩვენ მოვიგეთ ჯგუფური ეტაპი და სანაცვლოდ ამ სტადიაზე გამოვედით. ახლა დროა ვაჩვენოთ, რომ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლას ვიმსახურებთ - უნდა ვითამაშოთ კარგად, გავიტანოთ გოლები და გადავლახოთ ის სირთულეები, რაც ასეთი დონის თამაშებსა და ეტაპებზეა.

ბოლო მატჩებიდან რამდენიმე ფანტასტიურად ვითამაშეთ და რა თქმა უნდა, ამ დონის ჩვენება დღევანდელ შეხვედრაშიც შეგვიძლია“.

"იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" დღეს 23:45 საათზე ითამაშებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა 7 მარტს "უემბლიზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები