ალეგრის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ალეგრის პრესკონფერენცია

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა - მასიმილიანო ალეგრიმ, "ტოტენჰემთან" მოახლოებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

მომეწონა როგორც მარკიზიო „ფიორენტინას“ წინააღმდეგ თამაშობდა. ვნახე ბენტანკურიც, რომელმაც ის შეცვალა.

მეორე მხრივ, სტურაროა ის ფეხბურთელი, რომელიც მატუიდის, როგორც ნახევარმცველს, ყველაზე მეტად ჰგავს. თამაშის დაწყებამდე გადავწყვეტ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.

ერთი რამ ზუსტად ვიცი - ტექნიკურად ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ფიზიკურ ორთაბრძოლებში „ტოტენჰემი“ გვაჯობებს.

ყურადღებით თამაში და ბალანსის შენარჩუნება გვჭირდება. რთულია ორი ასეთი გუნდის თამაშში, რომელიმე მათგანი მოედანზე დომინანტი იყოს. ზოგადად, განსხვავებულობას მცირე დეტალები განაპირობებს.

ტვინითა და ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ და ვცადოთ, გოლი არ გავუშვათ, თუმცა ისე არ გამიგოთ, თითქოს თამაშის დაწყებამდე 0:0-ს შევეგუებით.

ჩვენ ვიცით მათი სიძლიერე. ამასთანავე ვიცით, სისუსტეები და სად შეიძლება მივაყენოთ დარტყმა“.

"იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" დღეს 23:45 საათზე ითამაშებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა 7 მარტს "უემბლიზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები