Aa
Aa

"მილანი" გატუზოს მუშაობით კმაყოფილია და გადაწყვეტილებას ცვლის

"მილანში" ჯენარო გატუზოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, პრესა და ქომაგების დიდი ნაწილიც ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდა.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ "როსონერიმ" გატუზოს ხელმძღვანელობით თამაში დაალაგა უკვე 8 შეხვედრაა არ დამარცხებულა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" ხელმძრვანელები "რინოს" შესახებ დაფიქრდნენ და გადაწყვეტილება შეცვალეს.

ამრიგად, კლუბი გატუზოს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს და სეზონის დასრულების შემდეგ, დათხოვნის ნაცვლად მას მთავარი მწრვთნელის პოსტზე 2020 წლამდე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "მილანი" "სპალის" ესტუმრა და 4-0 დაამარცხა. გატუზოს გუნდი 24 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები