ვან გაალი: საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ
Aa
Aa

ვან გაალი: საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა გუშინდელი მატჩი შეაფასა, სადაც მისმა გუნდმა „ბრიუგეს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა.

„ვფიქრობ, ძალიან ორგანიზებულად და მარტივად ვმოქმედებდით. ჩვენ ისედაც დარწმუნებულნი ვართ საკუთარ ძალებში, მაგრამ ასეთი გამარჯვებები საჭიროა რწმენის გასამყარებლად. ამ სეზონში უკვე მეოთხედ შევინახეთ კარი მშრალად და ბევრი მომენტი შევქმენით შეტევაში. ეს იმის შედეგად მოხდა, რომ „ბრიუგე“ იძულებული იყო წასულიყო წინ და დატოვა თავისუფალი ზონები. დაეხმარება თუ არა რუნის ჰეთ–რიქი? რათქმაუნდა, გოლები ყოველთვის ჰმატებენ მოთამაშეს თავდაჯერებულობას. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. უეინს ყოჩაღ, რომ სამი გატანილი გოლის შემდეგ, მშვიდად დაუთმო პენალტის დარტყმის უფლება ერნანდესს. მზად ვართ თუ არა ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ ან „ბაიერნთან“ შესახვედრად? არ ვფიქრობ, რომ მათ ჩვენთან თამაში სურთ. ვნახოთ მოვახერხებთ თუ არა შორს გასვლას ამ ტურნირზე. ეს კარგი მატჩი იყო, მაგრამ წინ დიდი გზაა გასავლელი. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი „სუონსისთან“ მატჩია. გასულ სეზონში, მათთან ერთი ქულაც არ აგვიღია და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ვაპირებთ“ – განაცხადა ლუი ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები