ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი "რეალში" შესაძლო გადასვლას ჭორს უწოდებს

ბოლო დღეებში ესპანური პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

29 წლის ფორვარდის "ბაიერნთან" არსებული ხელშეკრულების ვადა 2021 წელს იწურება და მასში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის.

პრესა წერს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "რეკორდმაისტერი" პოლონელ ფორვარდს გაყიდის.

თავად ლევანდოვსკიმ კი ამ ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციები მისი მისამართით მუდამ ვრცელდება.

სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნი" შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს და ლევანდოვსკი სავარაუდო წამსვლელთა სიაში ერთ-ერთი პირველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები