Aa
Aa

"მანჩესტერ სიტიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა

"მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური გუნდია და "ქალაქელებმა" ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

Goal-ის ინფორმაციით, "ქალაქელებმა" დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფრედის ტრანსფერი შეათანხმეს.

ფრედი "სიტის" სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება და დონეცკელები მის სანაცვლოდ 44,5 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

24 წლის ბრაზილიელი შუახაზელი გვარდიოლას გუნდის ნახევარდაცვის ცენტრს გააძლიერებს და კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ ფრედი "შახტარის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 142 შეხვედრაში 13 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები