ვან გაალი: „მანჩესტერს“ „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება შეუძლია
Aa
Aa

ვან გაალი: „მანჩესტერს“ „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება შეუძლია

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩემპიონთა ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. პირველი მატჩი, „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის წინ ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა.

„მე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა „აიაქსთან“ ერთად 1995 წელს, სადაც 18-19 წლის ფეხბურთელები თამაშობდნენ. ახლა კი მყავს ისეთი გამოცდილი მოთამაშეები,  როგორიც მაიკლ კერიკი და ბასტიან შვაინშტაიგერია. ასეთები კი მაშინ დენი ბლინდი და ფრანკ რაიკარდი იყვნენ. მჯერა მოედანზე ახალგაზრდების და გამოცდილი მოთამაშეების წარმატების. დიახ, მე მჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუძლია „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. სხვადსხვა ასაკის მოთამაშეები - ეს უკეთესია, ვიდრე გვყავდეს ფეხბურთელები 27-დან 34 წლამდე“ - განაცხადა ლუი ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები