მსოფლიო ჩემპიონატის თასი თბილისშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის თასი თბილისშია!

დღეს დილით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასი თბილისში კრისტიან კარამბემ ჩამოიტანა.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კარამბემ ეს „კოკა-კოლას“ ორგანიზებით გააკეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თასის ჩამოტანის ორგანზატორია.

13-დან 18 საათამდე თასი „თბილისი მოლში“ განთავსდება და გულშემატკივარს მასთან ფოტოს გადაღების საშუალება ექნება.

FIFA-ს წესის თანახმად, თასთან შეხება მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და სახელმწიფოს მეთაურებს შეუძლიათ.

მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური გასული წლის სექტემბერში დაიწყო და თასმა 6 კონტინენტზე 50-ზე მეტი ქვეყანა მოიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები