პერესი:
Aa
Aa

პერესი: "ამ შემთხვევაში ლევანდოვსკი „რეალში“ ითამაშებს"

გერმანული და ესპანური გამოცემების მტკიცებით, რობერტ ლევანდოვსკი 2018 წლის ზაფხულიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს.

29 წლის ლევანდოვსკი, რომელსაც 30 წელი 21 აგვისტოს უსრულდება, „ბაიერნში“ მისი კარიერით ბოლომდე კმაყოფილი არ გახლავთ და მან, გუნდი რამდენიმეჯერ საჯაროდაც გააკრიტიკა.

ლევანდოვსკის კრიტიკა „რეკორდმაისტერის“ სატრანსფერო პოლიტიკას ეხებოდა, ახლა კი შესაძლოა, პოლონელი ფორვარდი ტრანსფერზე თავად დადგეს.

„ბაიერნი“ მას 100 მილიონ ევროდ აფასებს და რა თქმა უნდა, „რეალი“ შეეცდება, რომ გერმანელებს ფასი დააწევინოს.

ლევანდოვსკის ტრანსფერზე კომენტარი მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც გააკეთა.

„ლევანდოვსკის კლასში ეჭვი არასდროს შემპარვია. რამდენიმე წლის წინ, მისი შეძენა მართლაც მსურდა, თუმცა მან „ბაიერნი“ აირჩია.

დიახ, ზაფხულში პოლონელ ფორვარდს კიდევ ერთხელ დავეკონტაქტებით, თუმცა ჩვენ „ბაიერნს“ პატივს ვცემთ და მიუნხენელებთან კარგი ურთიერთობის გაფუჭებას არ ვაპირებთ. თუ, ისინი ფეხბურთელის გაშვებაზე დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში ლევანდოვსკი „რეალში“ ითამაშებს“.

საინტერესოა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ლევანდოვსკის აგენტმაც დაადასტურა.

პოლონელი ფორვარდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები