ჰაინკესი:
Aa
Aa

ჰაინკესი: "პსჟ, თუ რეალი? მადრიდელთა ჩამოწერა შეცდომაა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირებაზე ისაუბრა და მათი შანსები შეაფასა.

„ლოგიკურია, რომ „რეალს“ ჩავარდნა აქვს. მათ შეუძლებელი შეძლეს და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგეს. ამასთან, ლალიგასაც დაეუფლნენ და წლევანდელ სეზონში მათი კრიზისი ნორმალურია.

პეპესა და ხამესის წასვლამაც იმოქმედა. გუნდში ახალგაზრდები მოვიდნენ, თუმცა მთავარი ბალანსია და ის არ უნდა დაირღვეს.

თუ, ვინ გაიმარჯვებს „პსჟ“-სა და „რეალს“ შორის ამას ვერ გეტყვით. მაგრამ იმას გეტყვით, რომ მადრიდელთა ჩამოწერა შეცდომაა, რადგან მათ ამ ტურნირზე დიდი გამოცდილება აქვთ და ამის ხარჯზე პარიზელთა დამარცხება შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „პსჟ“-ს პირველი მერვედფინალური მატჩი 14 თებერვალს მადრიდში გაიმართება. 6 მარტს კი გუნდები უკვე პარიზში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები