გაცოცხლებული
Aa
Aa

გაცოცხლებული "იუნაიტედი" - 60 წელი მიუნხენის ავიაკატასტროფიდან

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 1958 წლის 6 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედიის თარიღია.

ბელგრადიდან ინგლისში მიმავალი "მანჩესტერ იუნაიტედის" სრული შემადგენლობა და პერსონალი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, რამაც ბორტზე მყოფი 44-დან 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თვითმფრინავი მიუნხენში საწვავის დასამატებლად დაეშვა. პილოტმა რამდენიმე წარუმატებელი აფრენა განახორციელა, რაც ძრავის პრობლემას უკავშირდებოდა, მიუხედავად ამისა, პილოტმა რეისის გადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მორიგი აფრენა კი კატასტროფით დასრულდა...

"იუნაიტედის" გადარჩენილმა 21-მა წევრმა, გუნდის აღდგენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ამ ისტორიის შესახებ, 2011 წელს გამოსული ფილმი სახელად "იუნაითედი" დაწვრილებით მოგვითხრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები