Aa
Aa

"ატლეტიკომ" ლა ლიგაში 41 წლიანი რეკორდი გაიმეორა

მადრიდის "ატლეტიკომ" ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, 41 წლიანი რეკორდი გაიმეორა, თუმცა გუნდის ფანები ამით ბედნიერი ვერ იქნებიან.

ლა ლიგის დაწყებიდან 22 ტური გავიდა, ხოლო "ათლეტთა" სასარგებლოდ ჯერჯერობით პენალტი არ დანიშნულა.

1975-76 წლების სეზონში 22 ტური პენალტის გარეშე "ბეტისმა" ჩაატარა. "აჯობებს" თუ არა მას "ატლეტიკო", ამას უახლოეს ტურში გავიგებთ, როცა დიეგო სიმეონეს გუნდი სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდება.

მეორე მხრივ, "როხიბლანკოს" კარის მიმართულებით 3 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელთაგანაც 2 იან ობლაკმა მოიგერია - სლოვენიელმა მეკარემ "ლას პალმასის" ხონათან ვიერასა და "ბილბაოს" არიც ადურისს აჯობა, ხოლო "სოსიედადის" ვილიან ჟოზეს დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები