Aa
Aa

გოდინმა "ვალენსიასთან" კბილები დაკარგა

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ შორის კვირას გამართული შეხვედრისას „ღამურების“ მეკარე ნეტოსა და „ათლეტების“ მცველ დიეგო გოდინს შორის უსიამოვნო შეჯახება მოხდა.

ბურთისთვის ბრძოლისას, ნეტომ გოდინს სახეში მუშტი მოარტყა, რამაც ურუგვაელი ფეხბურთელის კბილები დააზიანა და რამდენიმე მათგანი საერთოდ მინდორზე დავარდა.

„ატლეტიკოს“ სპეციალური მომსახურე პერსონალი გოდინის კბილებს თამაშის დასრულების შემდეგ ეძებდა.

31 წლის უკანახაზელს პირის ღრუს რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება. რა დროის მანძილზე ვერ ითამაშებს იგი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები