კამბიასო:
Aa
Aa

კამბიასო: "ხალხის ფავორიტი "ნაპოლია"

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ესტებან კამბიასო სერია A-ს საჩემპიონო რბოლის შესახებ საუბრობს.

კამბიასოს თქმით, ნეიტრალური გულშემატკივრის სიმპათიები „ნაპოლის“ მხარესაა, რაც გუნდმა თავისი სათამაშო სტილით დაიმსახურა.

„ნაპოლისი“ მჯერა, არა იმიტომ, რომ ის ახლა „იუვეზე“ 1 ქულით წინაა, არამედ მისი თამაშის გამო.

ნეაპოლელები წინ ღიმილით და თავიანთი თამაშით მიიწევენ და ხალხიც მათ მხარესაა.

ისინი თავიანთი სტილის გამო ყველას სიმპათიას იწვევენ და ყოველგვარი ნეგატივი გუნდისგან შორსაა.

ნეიტრალურ ადამიანებში სიმპათიის მიზეზი, „იუვეს“ ფაქტორი არაა, რომელიც ამდენი წელია ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.

„იუვენტუსის“ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენ ენერგიას წაართმევს მას „ჩემპიონთა ლიგა“.

სერია A-ს 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 60 ქულით ლიდერია, „იუვენტუსი“ კი 59 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები