Aa
Aa

"წარმოდგენა არ მაქვს შეეხო თუ არა ბურთს ლოვრენი" - მსაჯების დიალოგი და აშკარა შეცდომა

"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" გუშინდელ შეხვედრაში (2:2), მთავარმა არბიტრმა ჯონათან მოსმა, მერსისაიდელთა კარის მიმართულებით 2 პენალტი დანიშნა.

განსაკუთრებით საკამათო იყო პირველი პენალტის ეპიზოდი, როცა ჰარი კეინი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა ლაინსმენმა მოსი დაარწმუნა, რომ ოფსაიდი არ იყო და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

საინტერესოა კონკრეტულად რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს მოსი და მისი ასისტენტი ედ სმარტი. ბრიტანული Skysports-ი მათ დიალოგს ასაჯაროებს, ასევე ვრცელდება ერიქსენისა და ჯანის სიტყვებიც.

ედ სმარტი (ლაინსმენი): "საჭიროა ვიცოდე, შეეხო თუ არა ბურთს ლოვრენი".

ჯონათან მოსი (მთავარი მსაჯი): "არ ვიცი".

სმარტი: "თუკი ის ბურთს არ შეხებია, მაშინ თამაშგარეა და პენალტი უნდა გააუქმო, ხოლო თუ შეეხო ოფსაიდი არაა და შეგიძლია თერთმეტმეტრიანი დანიშნო".

კრისტიან ერიქსენი: "ის ბურთს შეეხო".

ემრე ჯანი: "ის ბურთს არ შეხებია".

მოსი - სმარტს: "კიდევ ერთხელ მითხარი".

სმარტი: "შენ იცი, რასაც გეკითხები - მჭირდება გავარკვიო, შეეხო თუ არა ბურთს ლოვრენი. თუკი ასეა, მაშინ იგი მიზანმიმართულად მოქმედებდა, მაშასადამე, პენალტია. თუკი არ შეხებია, თამაშგარეა".

მოსი: "სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს შეეხო თუ არა ბურთს ლოვრენი". 

ამის შემდეგ მოსი ყურსასმენის მეშვეობით მიმართავს მე-4 არბიტრ მარტინ ატკინსონს: "მარტინ, შენ დაინახე რამე სატელევიზიო გამეორებით? პენალტის დანიშვნას ვაპირებ". 

მარტინ ატკინსონის არ ვიცით, მაგრამ სატელევიზიო გამეორებაზე ნათლად ჩანდა, რომ ლოვრენის მოქმედება მიზანმიმართული არ ყოფილა, რადგან მან ამ შეხებით ეპიზოდის განვითარებაში ვერაფერი შეცვალა და პასი კეინამდე თითქმის შეუფერხებლად მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები