პრესის ვარაუდი არ გამართლდა - ვისი გაწვრთნა სურს სიმეონეს?
Aa
Aa

პრესის ვარაუდი არ გამართლდა - ვისი გაწვრთნა სურს სიმეონეს?

ევროპული პრესისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა დიეგო სიმეონეს მომავალი სამუშაო ადგილია.

რა თქმა უნდა, "ელ ჩოლო" ჯერჯერობით "ატლეტიკოს" დატოვებას არ გეგმავს, თუმცა 1-2 წლის შემდეგ ეს სრულიად შესაძლებელი იქნება.

პრესა ვარაუდობდა, რომ სიმეონე ადრე თუ გვიან არგენტინის ნაკრებს ჩაიბარებდა. ასევე, აქტიურად იწერებოდა მისი "ჩელსიში", ან "ინტერში" შესაძლო მისვლაზე.

დღეს კი Tribalfootball-მა ახალი ვერსია გააჟღერა. წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს ოცნების გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოფილა.

არგენტინელ სპეციალისტს "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ, სწორედ "წითელი ეშმაკების" გაწვრთნა სურს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები