შიშები წარსულიდან - სპალეტი შეშფოთებულია და გუნდის მენტალიტეტზე საუბრობს
Aa
Aa

შიშები წარსულიდან - სპალეტი შეშფოთებულია და გუნდის მენტალიტეტზე საუბრობს

სერია A-ს 23-ე ტურში, "ინტერმა" მორიგი უცნაური მატჩი ჩაატარა და "სან სიროზე" "კროტონეს" (1-1) დამარცხება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს უკვე 8 ტურია გამარჯვება არ უზეიმია.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სპალეტიმ პრესასთან გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"განხორციელებული ცვლილებების შემდეგაც კი შედეგი არ ჩანს. ჩვენი თამაში ვერ გავაუმჯობესეთ და ეს შემაშფოთებელია. კრირიზსს არ ვუარვყოფ, ეს ფაქტია. თუ, კონკრეტული მატჩი პრობლემებით დაიწყო, შემდეგ სიტუაციის გამოსწორება ძალიან გვიჭირს. ახლაც იგივე ხდება, რაც ადრე იყო - რთულ სიტუაციაში ყოფნის დროს გვეშინია და ვიბნევით. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არსებული რეალობა შევცვალოთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები