მოურინიო ფელაინის:
Aa
Aa

მოურინიო ფელაინის: "კონტრაქტს ხელი მოაწერე და მოკეტე"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მარუან ფელაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ESPN-თან ისაუბრა და ბელგიელი ფეხბურთელის კონტრაქტის თემასაც შეეხო.

"გუშინ მას ვესაუბრე და ვუთახი - კონტრაქტს ხელი მოაწერე და მოკეტე. მორჩი და მეტად აღარ ითაღლითო. ამას იქამდე გააკეთებ, სანამ ტრავმას ბოლომდე არ მოიშუშებ-მეთქი. გუნდს ის სჭირდება და ახლა მითუმეტეს, როცა ჩემპიონთა ლიგა იწყება. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ როდის დაუბრუნდება მარუანი მოედანს".

შეგახსენებთ, რომ ფელაინის "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მას პირობების გაუმჯობესება სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიელი ნახევარმცველი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები