„ინტერი“ ფაბიო ბორინის შეუთანხმდა
Aa
Aa

„ინტერი“ ფაბიო ბორინის შეუთანხმდა

დიდი ალბათობით, „ლივერპულის“ თავდამსხმელი, ფაბიო ბორინი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიაში დაბრუნდება. როგორც „Sport Mediaset“ იტყობინება, დიდი შანსია, ფეხბურთელმა უახლოეს მომავალში „ინტერთან“ ხელშეკრულება გააფორმოს.

მოსალოდნელია, რომ 24 წლის ფორვარდი ოთხშაბათს მილანში ჩაფრინდება, სადაც „ნერაძურის“ ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ექიმები მის ჯანმრთელობაში რაიმე პრობლემას ვერ იპოვიან, მაშინ ტრანსფერი დაუყოვნებლივ განხორციელდება.

შეგახსენებთ, ბორინის მიმართ ინტერესს, „ლაციო“, „ფიორენტინა“ და „ბოლონია“ იჩენდა. თუმცა, როგორც ჩანს, ფაბიოსთვის ბრძოლაში გამარჯვებული „ინტერი“ დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები