Aa
Aa

"რეალი" "ლივერპულს" შეუთანხმდა?..

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მოჰამედ სალაჰი იქნება.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, მადრიდელები მზად არიან ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყონ, თუმცა არის მეორე ვარიანტიც...

ფლორენტინო პერესი გეგმავს, რომ „ბაიერნთან“ ხამეს როდრიგესის საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს და კოლუბიელი სალაჰის სატრანსფერო გარიგებაში გამოიყენოს.

ასეთ შემთხვევაში, „სამეფო კლუბი“ დაახლოებით 40-50 მილიონ ევროს გადაიხდიან, დანარჩენს კი ხამესით აანაზღაურებენ.

სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი „ბაიერნში“ 2 წლიანი იჯარით თამაშობს და 2019 წელს გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ, ხოლო „რეალი“ შეთანხმების დარღვევასა და ჯარიმის გადახდას აპირებს.

იწერება იმის შესახებაც, რომ „სამეფო კლუბს“ „ლივერპულთან“ სალაჰის თაობაზე უკვე მოლაპარაკებული აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ კულუარული სახისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები