ბატშუაი სეზონის ბოლომდე
Aa
Aa

ბატშუაი სეზონის ბოლომდე "გაყვითლდა"

ოლივიე ჟირუს მისვლის შემდეგ, ლონდონის „ჩელსიმ“ მიში ბატშუაი „დორტმუნდის ბორუსიაში“ სეზონის ბოლომდე გაუშვა.

საინტერესოა, რომ დორტმუნდელებმა ბატშუაის იჯარა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 წუთით ადრე დაარეგისტრირეს.

24 წლის ბელგიელი ფორვარდი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი „დორტმუნდის“ ძირითადში დამკვიდრება, გოლებიც გატანა და ამ გზით მომავალ მუნდიალზე მოხვედრაა.

„ჩელსის“ მიში ბატშუაის ტრანსფერში, 2016 წელს „მარსელისთვის“ 35 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.

მას გერმანული კლუბის შეტევის მთავარ კაცად გახდომა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან „დორტმუნდს“ 18 წლის ალექსანდრ ისაკის სახით ერთადერთი ტიპიური ცენტრფორვარდი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები