პელეგრინი: სტერლინგთან ერთად „მანჩესტერ სიტი“ სულ სხვა გუნდია
Aa
Aa

პელეგრინი: სტერლინგთან ერთად „მანჩესტერ სიტი“ სულ სხვა გუნდია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, „პრემიერლიგის“ მორიგ ტურში, საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, თუ რაჰიმ სტერლინგი მინდორზეა, „სიტი“ სულ სხვა სისწრაფით თამაშობს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან „ევერტონი“ ძლიერი გუნდია, რომლის დამარცხებაც ყველას უჭირს. ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ თავდაჯერებულობა გამოავლინა და სამკაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. „ევერტონს“ არ მივეცით ბევრი მომენტის შექმნის საშუალება. თუ სტერლინგი მინდორზეა, „სიტი“ სულ სხვა სისწრაფეებით თამაშობს. მნიშვნელოვანია ასეთი იარაღის ქონა, როდესაც თამაშში რაღაც არ მიდის გეგმის მიხედვით“ – განაცხადა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „მანჩესტერ სიტი“ „ევერტონს“ ეწვია და კოლაროვისა და ნასრის გოლების წყალობით, მეტოქე მისსავე მოედანზე 0-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „მანჩესტერ სიტი“ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც „პრემიერლიგაში“ სამიდან სამივე მატჩი მოიგო და ცხრილში მინიმუმ ერთი დღით, ერთპიროვნულად გალიდერდა. ხოლო „ლივერპული“, რომელსაც 6 ქულა აქვს, დღეს ლონდონის „არსენალს“ ესტუმრება და ვნახოთ შეინარჩუნებს თუ არა მანუელ პელეგრინის გუნდი პირველ ადგილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები