ალბა თუ ალაბა?
Aa
Aa

ალბა თუ ალაბა?

ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველ დავიდ ალაბას ტრანსფერზე აქტიურ მუშაობას გეგმავს.

კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა, კლუბის ხელმძღვანელობას ამ ტრანსფერისთვის თანხის გამოყოფა აქედანვე მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ალაბას „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს, რომ იგი გუნდის სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ამრიგად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის „ბარსელონას“ ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნედ სწორედ ალაბა უნდა დავასახელოთ.

დავიდ ალაბა 25 წლისაა და იგი ხორდი ალბას შემცვლელად მოიაზრება.

„ბარსას“ ლუკა დინიც ჰყავს, თუმცა „ნოუ კამპზე“ მისი ნაკლებად ეიმედებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები