Aa
Aa

"ტორპედოს" გენერალური სპონსორი კომპანია Crystalbet-ი გახდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოქმედ გამარჯვებულ ქუთაისის "ტორპედოს", კომპანია Crystalbet-ის სახით, ახალი პარტნიორი ჰყავს.

Crystalbet-ის ამიერიდან "ტორპედოს" გენერალური სპონსორი იქნება და კომპანიის სახელი, კლუბის სათამაშო ფორმის წინა მხარეს იქნება გამოსახული. "ტორპედოს" ოფიციალური საიტის თქმით, ინვესტიცია, რომელსაც Crystalbet-ი "ტორპედოში" დებს, ქართული საკლუბო ფეხბურთის მასშტაბით უპრეცედენეტოა.

მხარეებმა ხელშეკრულება დღეს გააფორმეს და მედიას ამის შესახებ სპეციალურად მოწყობილი პრესკონფერენციისას აცნობეს.

გარდა ამისა, ქუთაისურმა კლუბმა ახალი ლოგო და სათამაშო ფორმა წარმოადგინა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოს" განახლებული საიტი და ინტერნეტ ტელევიზია ექნება.

ამასთანავე, წელს ქუთაისში გაიხსნება კლუბის ოფიციალური "ფან-შოპი", რომლის მეშვეობითაც მისი ბრენდირებული პროდუქცია გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები