ლუკაკუს დამამცირებელი სტატისტიკა პრემიერლიგის მოწინავე ექვსეულთან
Aa
Aa

ლუკაკუს დამამცირებელი სტატისტიკა პრემიერლიგის მოწინავე ექვსეულთან

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონს“ 84 მილიონი ევრო გადაუხადა და რომელუ ლუკაკუ გაიფორმა.

ბელგიელი ფორვარდი პრემიერლიგის ეგიდით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად გამტანი ფორვარდი იყო, რომელიც თავისი სტილით ჟოზე მოურინიოს გეგმებში იდეალურად ჯდებოდა და მისი ტრანსფერიც სწორედ ამიტომ შედგა.

2017/2018 წლების სეზონში, პრემიერლიგის მოწინავე 6 გუნდის წინააღმდეგ ლუკაკუს საშინელი სტატისტიკა აქვს.

24 წლის ფორვარდს ჩემპიონატის მოწინავე ექვსეულში მყოფ გუნდებთან, ჯამში 540 წუთი აქვს ნათამაშები, მის ანგარიშზე კი 0 (!) გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. კარის ჩარჩოში კი მან, ბურთი მხოლოდ 4-ჯერ მოახვედრა. რაც შეეხება გადაცემებს, 111 პასიდან ზუსტი მხოლოდ 59 გამოდგა (53%).

სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ციფრებად რჩება ხოლმე, თუმცა ეს მაშინ ხდება, როცა ფეხბურთელი მოედანზე გამოდის და საპირისპიროს ამტკიცებს.

ლუკაკუს ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მართლაც, რომ სუსტი სტატისტიკა აქვს, თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ მოურინიოს ფაქტორიც, რომელიც პრინციპულ მეტოქეებთან ზედმეტად დაცვით ტაქტიკას ირჩევს და „იუნაიტედს“ გოლებიც საკმაოდ ცოტა გააქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები