ვოზნიაცკი კორტს დიდი გამარჯვებიდან 4 დღეში უბრუნდება
Aa
Aa

ვოზნიაცკი კორტს დიდი გამარჯვებიდან 4 დღეში უბრუნდება

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაროლინ ვოზნიაცკი, კორტს ტურნირის დასრულებიდან 4 დღეში უბრუნდება და დღეიდან სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ნაკლებად პრესტიჟულ ტურნირში ერთვება.

მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანი გათამაშების 1/8 ფინალში 16 წლის რუს ანასტასია პოტაპოვას შეხვდება.

თამაში თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ კაროლინ ვოზნიაცკიმ დიდი სლემის პირველი ტიტული მოიგო და პირველი დანიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ეს შეძლო.

ვოზნიაცკის გარდა, აღნიშნულ ტურნირზე პეტრა კვიტოვა, ჯულია გერგესი, დომინიკა ციბულკოვა და მისი შარშანდელი გამარჯვებული კრისტინა მლადენოვიჩი თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები