ნისლიანი უგოლობა
Aa
Aa

ნისლიანი უგოლობა "სან სიროზე" - ყველაფერი რომში გაირკვევა

იტალიის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში „სან სიროზე“ „მილანი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა.

მატჩის მიმდინარეობისას შესამჩნევ უპირატესობას რომაელები ფლობდნენ, რომელთაც რამდენიმე რეალური საგოლე შანსიც ჰქონდათ.

„როსონერი“ ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, თუმცა იყო დროის მონაკვეთები, როცა მეტოქეს შეუტია და საგოლე ეპიზოდები მასაც შეექმნა, თუმცა იმდენად მწვავე არა, როგორც „ბიანკოჩელესტის“.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი რომში 28 თებერვალს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები