ოფიციალურად: ობამეიანგი
Aa
Aa

ოფიციალურად: ობამეიანგი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის "არსენალის" ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, კლუბმა "დორტმუინდის" გაბონელი ფორვარდი პიერ ემერიკ ობამეიანგი გაიფორმა.

"მეთოფეთა" ვებ გვერდი წერს, რომ კლუბის ისტორიაში ობამეიანგის ტრანსფერი რეკორდულია.

Reuters-ის ინფორმაციით, ლონდონელებს გაბონელი ფორვარდი 68 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდში" ობამეიანგის ანგარიშზე 213 შეხვედრაში 172 გოლი იყო. იგი გერმანული კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა.

"დორტმუნდმა" ობამეიანგის სანაცვლოდ ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ფორვარდი მიჩი ბაჩუაი შეიძინა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოლივიე ჟირუ მალე "ჩელსის" მოთამაშე გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები