ობამეიანგი ლონდონში ჩავიდა
Aa
Aa

ობამეიანგი ლონდონში ჩავიდა

ბრიტანული Skysports-ის რეპორტიორებმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის აეროპორტში დააფიქსირეს.

აფრიკელი ვარსკვლავი ამჟამად "არსენალის" ბაზაზე იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელობასთან ბოლო სატრანსფერო დეტალებს აგვარებს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდი" თავისი ლიდერის გაშვების ფურცელს იქამდე არ გასცემს, სანამ მის შემცვლელს არ მოძებნის. 

28 წლის ობამეიანგის ტრანსფერი 65 მილიონ ევროდაა შეთანხმებული. მის ახალ კონტრაქტის დეტალებზე, ჯერჯერობით არაფერი იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები