მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო "იბრაზე": თუ უნდა წავიდეს...

ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლაში ხელს არ შეუშლის, არც თუნდაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას.

პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ „იბრას“ მისთვის ამ საკითხზე არაფერი უთქვამს, თუმცა თუკი მას წასვლა სურს, „წითელი ეშმაკები“ მის სურვილს პატივს სცემენ.

შვედ სუპერვარსკვლავს „იუნაიტედთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, მას MLS-ის რამდენიმე გუნდი ეპატიჟება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები