ვინ შეცვლის
Aa
Aa

ვინ შეცვლის "ობას"? - "დორტმუნდის" 2 ვარიანტი

„დორტმუნდის ბორუსია“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელს ეძებს.

ბრიტანული Skysports-ის თქმით, „ყვითლების“ ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი „ჩელსის“ შემტევი მიში ბატშუაია, რომელიც შესაძლა, „სიგნალ იდუნა პარკზე“ 6 თვიანი იჯარით გადავიდეს.

ასევე იწერება, რომ გერმანელები ჩინური „ტიანძინ ქუანძინიდან“ ენტონი მოდესტეს გადაბირებაზეც ფიქრობენ.

თუმცა „კიოლნის“ საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის ტრანსფერი რთული გასაჩარხი იქნება, რადაგანაც ის ჩინელებმა გასულ ზაფხულს დაიმატეს და 30 მილიონად მისი გამოსყიდვის საშუალებაც აქვთ.

ყველაფრის 2 დღეში მოგვარება კი რამდენად რთული იქნება, იოლი მისახვედრია.

თუკი დორტმუნდელები ობამეიანგს გაუშვებენ და მის ნაცვლად ვერავის დაიმატებენ, 18 წლის ალექსანდრ ისაკის იმედზე ყოფნა მოუწევთ, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ აშკარად დასაღვინებელია.

ობამეიანგის „არსენალში“ ტრანსფერი 65 მილიონ ევროდ შეთანხმებულია, მაგრამ მხარეები ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები