Aa
Aa

"ლაციო" ისევ დაიჩაგრა - კუტრონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება...

„მილანის“ ახალგაზრდა თავდამსხმელ პატრიკ კუტრონეს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ კუტრონემ „ლაციოსთან“ გოლი ხელით გაიტანა, თუმცა მთავარმა არბიტრმა მასიმილიანო ირატის, ეს ფაქტი ვერც ვიდეო რეფერის დახმარებით დაინახა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს საათებში გამოცხადდება.

თუკი „როსონერის“ ფორვარდი დაისაჯა, იგი „უდინეზესთან“ და „სპალთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

კვირას გამართული თამაშის შემდეგ, „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ მის გუნდს მსაჯებმა ქულები კიდევ ერთ შეხვედრაში წაართვეს.

გავიხსენოთ, რომ პირველ წრეში „ლაციალეს“ საწინააღმდეგოდ რამდენიმე უხეში შეცდომა დაფიქსირდა. მაგალითისთვის „ტორინოსთან“ საშინაო მატჩი გავიხსენოთ, როცა რომაელთა სასარგებლოდ პენალტი არ დაინიშნა, ხოლო რამდენიმე წუთში მისი ლიდერი ჩირო იმობილე გააძევეს.

როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იმ თამაშის მთავარი მსაჯი პიერო ჯაკომელი, „ლაციოს“ მოსისხლე მტრის „რომას“ გულშემატკივარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები