Aa
Aa

"იბრა" MLS-ში?

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის თქმით, დიდი შანსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა MLS-ში გააგრძელოს.

შვედ ფორვარდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და მისი ამერიკაში გადასვლა რეალურ და ლოგიკურ ვარიანტად მიიჩნევა.

ზლატანის მომავალი კლუბი არ სახელდება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულში მას „ლოს ანჯელეს გალაქსის“ უკავშირებდნენ.

„იბრას“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 თამაში აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები