Aa
Aa

"იუვე": კარასკო თუ არა პოლიტანო?..

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ იანიკ ფერეირა კარასკოს თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.

„ბებერი ქალბატონი“ ბელგიელის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, როცა „ათლეტებს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. თუმცა მაშინ „ატლეტიკოს“ ახალი ფეხბურთელის დამატების საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა.

მასიმილიანო ალეგრი კარასკოს, ხუან მანუელ კუადრადოს შემცვლელად განიხილავს, რომელიც ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს.

იტალიური პრესა, ფლანგის შემტევის პოზიციაზე „იუვეს“ კიდევ ერთ კანდიდატად მატეო პოლიტანოს ასახელებს.

პოლიტანო 24 წლისაა და ამჟამად „სასუოლოს“ ფორმით თამაშობს, ისე კი „რომას“ აღზრდილია.

გასაგებია, რომ მისი ტრანსფერი იმდენად რთული არ იქნება, როგორც ფერეირა კარასკოს „ალიანც სთედიუმზე“ გადაბირება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „იუვენტუსსა“ და „სასუოლოს“ საკმაოდ თბილი დამოკიდებულება აქვთ და მათ შორის ბოლო წლებში რამდენიმე ტრანსფერი უკვე გაჩარხეს.

როგორც დღეს დაიწერა, „იუვენტუსი“ პოლიტანოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ამზადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები