Aa
Aa

"რეალი", "ბარსა" და "სიტი" შკრინიარისთვის...

მილანის „ინტერის“ ცენტრალური მცველი მილან შკრინიარი ევროპულ გრანდებს შორის საკმაოდ პოპულარულია და მისი ხელში ჩაგდება მადრიდის „რეალს“, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.

აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ზაფხულში შკრინიარის შენარჩუნება „ნერაძურის“ ძალიან გაუჭირდება.

დასახელებულ ევროპულ გრანდებს ცენტრალური მცველის დამატება უნდათ, დღესდღეობით კი სლოვაკი უკანახაზელი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვარიანტია.

22 წლის შკრინიარს სერია A-ში ზედიზედ მეორე წარმატებული სეზონი აქვს. მან წინა წელი „სამპდორიას“ რიგებში გაატარა, საიდანაც „ინტერში“ 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები