ფინალის წაგების შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

ფინალის წაგების შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კაროლინ ვოზნიაცკისთან წაგების შემდეგ, სიმონა ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა.

რუმინელმა ჩოგბურთელმა გაუწყლოება იგრძნო, რასაც ხანგრძლივი დატვირთვა და სიცხე იწვევს. ფინალური მატჩი კი დაახლოებით 40 გრადუსი სიცხის ფონზე ჩატარდა, თანაც ჰალეპმა კორტზე 2 საათი და 50 წუთი გაატარა.

გარდა ამისა, დიდი სლემის ფინალში უმძიმესი შეხვედრა დათმო და ძალიან დასანანი მარცხი განიცადა, რაც მის კარიერაში მესამედ მოხდა - სიმონა ჰალეპმა დიდი სლემის ტურნირის ფინალში უკვე სამჯერ ითამაშა და სამივე შემთხვევაში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მე-2 სეტის მიმდინარეობისას 26 წლის ჩოგბურთელმა სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

სიმონა ჰალეპმა საავადმყოფოში რამდენიმე საათი გაატარა და ის გუშინ დილით გამოწერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები