Aa
Aa

"იუვენტუსს" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კარასკოს შეძენა სურს

Sky Sports Italia-სა და CalcioMercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი გარემარბის იანიკ ფერეია კარასკოს შეძენას გეგმავს.

როგორც ცნობილია, კარასკოს შეძენის სურვილს ლონდონის "არსენალიც" გამოთქვამს.

ტურინელებს კარასკოს შეძენა ტრავმირებული კუადრადოს ნაცვლად სურთ, რომელიც პრაქტიკულად მთელს სეზონს გამოტოვებს.

ცნობილია ბელგიელი შემტევის გამოსასყიდი თანხაც, რომელიც 100 მილიონი ევროა.

"ბებერ ქალბატონს" კარასკოს შესაძენად მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა ტურინელები მოლაპარაკებებს მხოლოდ ახლა იწყებენ და არავინ იცის, თუ რას შესთავაზებენ ისინი "როხიბლანკოს".

თავად ფეხბურთელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან დიეგო კოშტასა და ვიტოლოს ტრანსფერების შემდეგ, კარასკოს სათამაშო პრაქტიკა საგრძნობლად შეუმცირდა და მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ეს მის გეგმებში არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები