Aa
Aa

სანდრო ვაგნერმა "ბაიერნში" სადებიუტო გოლი სასქესო ორგანოთი გაიტანა

ბუნდესლიგის მე-20 ტურში, მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლა და სანახაობრივ ბრძოლაში 5-2 დაამარცხა.

გარდა იმისა, რომ მატჩში 7 გოლი გავიდა და "რეკორდმაისტერმა" შეხვედრა 0-2-დან მოაბრუნა, გამოსარჩევი მაინც სხვა რამ იყო.

"ბაიერნის" ახალწვეულმა სანდრო ვაგნერმა, რომელიც გუნდს ამ ზამთარში შეუერთდა, დღეს სადებიუტო გოლი გაიტანა და მან ეს თავისი სასქესო ორგანოთი გააკეთა.

ამ ფაქტის შესახებ, ვაგნერმა მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა: "გოლი "მასთან" შეხების შემდეგ გავიდა. ახლა ამაზე საუბრის დაწყება არ მსურს. ესაძლოა გოლის დროს, ჩემი სხეულის "იმ ნაწილმა" მონაწილეობა მიიღო კიდეც, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მე დარწმუნებული არ ვარ. ეს ძალიან საისამოვნო იყო".

20 ტურის შემდეგ, იუპ ჰაინკესის გუნდი სატურნირო ცხრილს 50 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები