ზიდანის სავარაუდო შემცვლელთა სია ნელ-ნელა იზრდება
Aa
Aa

ზიდანის სავარაუდო შემცვლელთა სია ნელ-ნელა იზრდება

Marca-ს ცნობით, "რეალმა" ზინედინ ზიდანის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო.

ფლორენტინო პერესის სიაში მაურისიო პოჩეტინო და იურგენ კლოპი იმყოფებიან.

წყაროს მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან დამარცხების შემთხვევაში ზიდანი პოსტს დატოვებს.

ფრანგმა სპეციალისტმა უკვე ჩააგდო სამეფო თასი, ფაქტიურად წაგებულია ლა ლიგაც და რჩება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, რომლის ზედიზედ მესამედ მოგება ნაკლებად სავარაუდოა.

რამდენიმე კვირის წინ კი Bild-ი წერდა, რომ სამეფო კლუბში აქტიურად განიხილავდნენ იოაჰიმ ლიოვის კანდიდატურას, რომელიც მუნდიალის შემდეგ ბუნდესნაკრების დატოვებას გეგმავს.

Diario Gol-ი კი წერს, რომ ზიდანთან ერთად გუნდს აუცილებლად დატოვებს კარიმ ბენზემაც, რომელმაც არაოციფიალური ინფორმაციით "არსენალთან" მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები