მიდის, თუ რჩება? ობამეიანგის მომავალი მალე გაირკვევა
Aa
Aa

მიდის, თუ რჩება? ობამეიანგის მომავალი მალე გაირკვევა

Goal-ის ინფორმაციით, პიერ ემერიკ ობამეიანგის "არსენალში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

გამოცემის თქმით, "დორტმუნდმა" გაბონელ ფორვარდს მისი საქციელი აპატია და ის "ფრაიბურგთან" მატჩში მოედანზე იქნება.

თავის მხრივ, "არსენალი" მოლაპარაკებებს აგრძელებს და ობამეიანგის გადაბირების იმედს არ კარგავს.

როგორც ვენგერმა განაცხადა, მხარეებს შორის პროცესი გრძელდება და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეუძლია. 

ფრანგი სპეციალისტის თქმით, შეთანხმება მიღწეული არ არის და ის ამ თემაზე მეტად საუბარს აღარ აპირებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, "არსენალი" ნაბილ ფეკირის გადაბირებასაც ცდილობს, თუმცა "ლიონი" მის დათმობას ზამთარში არ აპირებს და ტრანსფერზე მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყება.

პიერ ემერიკ ობამეიანგი „დორტმუნდის“ რიგებში 2013 წლიდან თამაშობს და „ყვითლების“ მაისურით ბუნდესლიგის ეგიდით 98 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები