უილიამ კარვალიო
Aa
Aa

უილიამ კარვალიო "ინტერსაც" მოუნდა

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის „ინტერს“ ლისაბონის „სპორტინგის“ საყრდენ უილიამ კარვალიოს თაობაზე სატრანსფერო მოლაპარაკებების დაწყება სურს.

ლუჩიანო სპალეტი „ნერაძურის“ შუახაზით კმაყოფილი არაა და კლუბის ხელმძღვანელობას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ტანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი პორტუგალიელის გადაბირება დაუსახა.

უილიამ კარვალიო გასულ ზაფხულს პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოს იყო და „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე ცოტა დააკლდა.

იტალიელები „სპორტინგს“ ოფიციალური წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავენ, თუმცა რამდენად მოესწრება ასეთი მასშტაბური ტრანსფერი დარჩენილ რამდენიმე დღეში, რთული სათქმელია.

მასშტაბური, რადგანაც 25 წლის კარვალიო პორტუგალიის ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და საკლუბო დონეზეც არაერთი მსურველი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები