გუარდიოლას სურვილი ასრულდება? - ლაპორტი
Aa
Aa

გუარდიოლას სურვილი ასრულდება? - ლაპორტი "სიტისთან" ახლოსაა...

„მანჩესტერ სიტისა“ და „ბილბაოს ატლეტიკს“ შორის აიმერიკ ლაპორტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული.

მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან - მანჩესტერელები ლაპორტის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან და იგი მათ საკუთრებაში გადავა.

ფრანგი უკანახაზელის გამოსასყიდი თანხა 65 მილიონი ევროა, ხოლო თავად ლაპორტს „სიტისთან“ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს.

23 წლის მცველი, პეპ გუარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტთაგანია. ესპანელ სპეციალისტს მისი „ეტიჰედ სთედიუმზე“ ხილვა 2016 წლიდან სურს.

ესპანურ პრესაში ვრცელდება ცნობები, რომ „ბილბაო“ ლაპორტის შემცვლელად, „სოსიედადის“ 25 წლის მცველ ინიგო მარტინესს მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები