მარკიზიო ტრავმირებულია
Aa
Aa

მარკიზიო ტრავმირებულია

იტალიის ჩემპიონ ტურინის „იუვენტუსს“ წამყვანი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო დაუშავდა. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებ-გვერდი იტყობინება. 29 წლის შუახაზელი მომდევნო 20 დღის განმავლობაში მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო იუქმებს. მარკიზიოს იტალიის ჩემპიონატის სტარტზე „უდინეზესთან“ და „რომასთან“ გასამართი მატჩების გარდა სანაკრებო შეკრებაც გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ აღზრდილია და შავ-თეთრი მაისურით 300-ზე მეტი მატჩს აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები