ფედერერი ფინალში ჩილიჩზე გავიდა
Aa
Aa

ფედერერი ფინალში ჩილიჩზე გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში როჯერ ფედერერმა, კორეელ ჰიონ ჩუნს, პრაქტიკულად უბრძოლველად აჯობა.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა პირველი სეტი 6:1 მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში, როცა 5:2-ს იგებდა, ჩუნმა თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ შეძლო.

ამრიგად, კვირას გასამართ ფინალურ შეხვედრაში, როჯერ ფედერერის მეტოქე მარინ ჩილიჩი იქნება.

მოგეხსენებათ, ხორვატმა კაილ ედმუნდს 3 სეტში აჯობა დიდი სლემის მე-3 ფინალში ითამაშებს - 2014 წელს მოიგო ამერიკის ღია პირველობა, ხოლო გასული წლის უიმბლდონის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ფედერერთან უშანსოდ - 3 სეტში დამარცხდა.

როჯერ ფედერერი კი დიდი სლემის მე-20 ტიტულს უმიზნებს, თანაც მას ავსტრალიის ღია პირველობაზე ქულების დაცვის საშუალებაც ეძლევა.

გავიხსენოთ, რომ მელბურნში წინა წელს ფედერერმა 5 სეტიან ფინალურ შეხვედრაში რაფა ნადალს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები